პლეტნიოვა, რომელიც დუმაში ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ასეთი კავშირების შემდეგ ბავშვები არასრულყოფილ ოჯახებში იბადებიან. დუმის წევრმა ამის მაგალითიც მოიყვანა და გაიხსენა 1980 წელს მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიადა, რომელმაც, მისი სიტყვებით, ქვეყანაში ბევრი მარტოხელა დედის გაჩენა გამოიწვია.
„ეს ბავშვები შემდეგ იტანჯებიან და იტანჯებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან. ბავშვებს მიატოვებენ ხოლმე და ისინი აქ, დედასთან ერთად იტანჯებიან. კარგი შემთხვევაა, თუ ერთი რასის არიან, მაგრამ თუ სხვა რასაა - საერთოდ. ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. ამასთან, ნაციონალისტი არ ვარ“, - განაცხადა ტამარა პლეტნიოვამ.
პლეტიონოვას სურს, რომ რუსეთში ოჯახებს რუსეთის მოქალაქეები ქმნიდნენ. მან რუს ქალებს მოუწოდა სიყვარულით იქორწინონ რუსეთის მოქალაქეებზე, შექმნან კარგი ოჯახები, იცხოვრონ მეგობრულად, გააჩინონ და აღზარდონ ბავშვები.
რუსეთში, 11 დიდ ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. FIFA-ს მონაცემებით, ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად ბილეთი მილიონზე მეტმა უცხოელმა გულშემატკივარმა იყიდა.